By
საქართველო „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის“ ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
საქართველო აშშ-ის მიერ ინიცირებულ „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის“ ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა. დოკუმენტს ხელი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა მოაწერა.
ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების მხარდაჭერასა და გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.