ახალგაზრდების ინიციატივებს გაეცნენ
By

ახალგაზრდების ინიციატივებს გაეცნენ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, სკოლაში განხორციელებული აქტივობებისა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების განვითარების მიმართულების შესახებ იდეები წარადგინეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ახალგაზრდების ჩართულობის, არაფორმალური განათლების, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

მერმა ახალგაზრდებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

– მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები და ხედვა წარმოადგინონ და უშუალოდ იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მერია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერას და მათთვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *