გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა
By

გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა.

პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების თანათავმჯდომარეებმა განიხილეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განვითარების საკითხები, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა, სომხეთის პარლამენტის წევრებმა და სომხეთის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *