ფესტივალი „ზე-კართან“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება
მალე ტრადიციული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება, რომლის პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანია.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან მოწვეული მწერლები და ხელოვანები სოფელ ჩაოს საჯარო სკოლასა და შუახევის სახელოვნებო სკოლის დარბაზში პოეზიის საღამოს გამართავენ. გიორგი ხორბალაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე:
„პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები – ვარაუდები და ალბათობები“, ნინო ვახანია კი თემაზე: „თეატრი, როგორც ქართული სიტყვის შემანარჩუნებელი და გამხმოვანებელი“.
გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „შუახევი“, „ნაი“, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის „ბენდი 117“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერცხალი“.
გამოავლენენ ფესტივალის საპატიო ყაბალახოსნებს, ასევე, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან ისინი ვინც ფესტივალის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ფესტივალი ტარდება ფანდრაიზინგის კამპანიის ფარგლებში შემოსული ფინანსური რესურსებით.