იოჰან ვადეპული: რუსეთის ამბიციები უკრაინას სცდება – საფრთხე საქართველოსა და სხვა ქვეყნებსაც ეხება
By

იოჰან ვადეპული: რუსეთის ამბიციები უკრაინას სცდება – საფრთხე საქართველოსა და სხვა ქვეყნებსაც ეხება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტ იოჰან ვადეპულის შეფასებით, რუსეთის ამბიციები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომით არ შემოიფარგლება და მოსკოვის მიზნები უფრო ფართოა.
ვადეპულის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა ომამდე საფრთხეს არ წარმოადგენდა, რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და გერმანიის ჩათვლით, რამდენიმე ქვეყანასთან ხელსაყრელი შეთანხმებებიც აკავშირებდა.
„სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს რუსეთის უფრო ფართო გეგმებში, ვადეპულმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის წარსულ განცხადებას მიმართა. კერძოდ, მან გაიხსენა პუტინის შეფასება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო.
„ეს თუ უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას, სავარაუდოდ, მისი დაბრუნება სურს“, – განმარტა იოჰან ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შესაძლო ამბიციები მხოლოდ უკრაინას არ უკავშირდება და ეს საკითხი საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ეხება.
ამასთან, ვადეპულმა ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია თავდასხმის ობიექტად თავს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევაში არ მიიჩნევს. მისი განცხადებით, იგივე შეფასება იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან ნატოს მოკავშირე ქვეყნების – პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარი გადაიკვეთება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *