By
მაკა ბოჭორიშვილი აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.