კულტურის დარგში არსებითი ცვლილებები იგეგმება – ირაკლი კობახიძემ მაია ბითაძეს წარმატება უსურვა
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის ახალ მინისტრს, მაია ბითაძეს, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სფეროს განვითარებასა და მოსალოდნელ თვისებრივ ცვლილებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, მინდა, ვუსურვო მას წარმატებები. კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული აქცენტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ხელოვნების დარგების მხარდაჭერისა და რეგიონული კულტურული ინფრასტრუქტურის გაძლიერების მნიშვნელობას.