ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
By

ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოციალური სფეროა და ამ მიმართულებით 25  პროგრამა ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებისა და ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მესამე წელია,  მოქმედებს „საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა“, რომლის  მიზანია სიღარიბის ზღვარზე მყოფი  ოჯახისთვის  საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. ასეთ ოჯახებს შორისაა დაბა შუახევში მცხოვრები რუსუდან ქარცივაძის ოჯახი.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე რუსუდან ქარცივაძის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ  და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.

პროგრამის ფარგლებში დახმარება 20-მდე ოჯახმა უკვე მიიღო, მათგან ხუთმა – მიმდინარე წელს. ოჯახების მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტები ატარებენ. ისინი მუშაობას აგრძელებენ და პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას სხვა ოჯახებიც ეტაპობრივად მიიღებენ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *