ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს
By

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *