Delfi Lithuania ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
By

Delfi Lithuania ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

პოპულარული ლიეტუვური ონლაინგამოცემა ბათუმს ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ასახელებს და მკითხველს ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ არქიტექტურას, ზღვისპირა ინფრასტრუქტურას, აჭარის დაცულ ტერიტორიებს, მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს აცნობს.

„საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის რამდენიმე სიტყვით აღწერა რთულია. მისი უნიკალური კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ამ მხარეში მოგზაურობას საქართველოს გაცნობის შესანიშნავ შესაძლებლობად აქცევს“, – წერს Delfi.lt.

Delfi Lithuania (Delfi.lt) ლიეტუვას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ონლაინმედია პლატფორმაა, რომელსაც ყოველთვიურად საშუალოდ 700 000 მომხმარებელი ჰყავს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *