By
აჭარასა და ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ჩატარდა. პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს: „მეტადონი“, „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260⁴ და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.