პრემიერი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს
By

პრემიერი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება.

მისი თქმით, არის კარგი მონაცემები, წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, არის 7,6%, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე უფრო მაღალიცაა.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად, ეკონომიკის სფეროში გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე. ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *