რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს
By

რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ტვერის ოლქში, რედკინოს საცდელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარხანაზე, რომელიც Kh-55 და Kh-101 ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს აწარმოებს, თავდასხმა თებერვალშიც განხორციელდა.

ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც სარაკეტო და საავიაციო ინდუსტრიებს სპეციალიზებული ქიმიური პროდუქტებით ამარაგებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *