რუსებმა ზაპოროჟიეში კვლავ მართვადი ბომბები გამოიყენეს
By

რუსებმა ზაპოროჟიეში კვლავ მართვადი ბომბები გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონულ-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელზე, მიხაილო სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ავტომობილები.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *