შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს კომუნიკაცია
By

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს კომუნიკაცია

,,სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, –განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს კომუნიკაცია, ვინაიდან კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული.
„მათი პასუხებიდან კარგად გამოჩნდა ევროკომისრების პოზიცია. ვნახეთ მათი მიმართულება, რომ ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამავდროულად, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოხატავენ სურვილს, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს, კერძოდ, მის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები. მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან, რათა, საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა. დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის ევროპულ გზას – იდეების გაცვლას, დიალოგისთვის გახსნილობასა და კონფრონტაციაზე უარის თქმას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *