პატრიარქმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ: ალექსანდრიის საპატრიარქო: მარეოტის ეპისკოპოსი დამასკინოსი (საპატრიარქო ვიკარიუსი), ანტიოქიის საპატრიარქო: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო: კიტიონის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და ბატონი მაიკლ სპირუ, ელადის სამთავარეპისკოპოსო: დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ბატონი ალექსანდრე პაპაიოანუ, პოლონეთის სამიტროპოლიტო: სუპრასლის ეპისკოპოსი ანჟეი (ბორკოვსკი) და დეკანოზები: ჰენრიკ პაპროცკი და იაროსლავ იუზვიკი, უკრაინის სამიტროპოლიტო: ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი; ტერნოპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, პოჩაევის სასულიერო სემინარიის რექტორი, შუმსკის მთავარეპისკოპოსი იობი; დეკანოზი ვასილ ვოზნიუკი და დიაკონი მაქსიმ სავჩუკი…
სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, დაადასტურეს ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.