„ბლექსის“ სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ესტონეთში გრძელდება
კოლეჯ „ბლექსის“ კულინარიის მიმართულების პროფესიული სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ესტონეთში გრძელდება. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, მომავალი კულინარები ესტონეთის აგრარულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ყურადღება მარცვლეულისა და ხორბლის კულტურის განვითარებასა და კულინარიაში მის საკვანძო მნიშვნელობაზე გამახვილდა.
შემეცნებით შეხვედრასთან ერთად, ვიზიტი პრაქტიკული კუთხითაც დატვირთული აღმოჩნდა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ესტონური ტრადიციული პურის მომზადების მასტერკლასში, სადაც ადგილობრივ ტექნოლოგიებსა და ცხობის უძველეს მეთოდებს უშუალოდ გაეცნენ.
კოლეჯის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ტურები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, თვალსაწიერის გაფართოებასა და შრომის ბაზარზე მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას.