​„ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებით ირანის შეშფოთება ამოწურულია“
By

​„ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებით ირანის შეშფოთება ამოწურულია“

„ჩვენი რეგიონი სწრაფად და რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ“, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთ-თურქეთის დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მნიშვნელოვნად წინ წავიდა და ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

„სომხეთ-თურქეთის დიალოგი იმდენად ინტენსიურია და პროცესი იმდენად მომწიფდა, რომ შესაძლოა, ერთ დილას გავიღვიძოთ და გავიგოთ, რომ საზღვარი გაიხსნა. ჩვენი დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მნიშვნელოვნად მომწიფდა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება სომხეთ-თურქეთის საზღვრის ორმხრივი სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლისთვის გახსნის შესახებ. ჩვენი რეგიონი სწრაფად და რადიკალურად იცვლება და ეს ცვლილებები უკეთესობისკენ არის მიმართული – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ნდობისა და ფსიქოლოგიური ასპექტების თვალსაზრისით“, – განაცხადა მირზოიანმა.

ამასთან, მირზოიანის განცხადებით, ​„ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებით ირანის შეშფოთება ამოწურულია. მისი თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებების დროს ირანული მხარე დაინტერესდა, განთავსდებოდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალები TRIPP-ის მარშრუტზე. ერევანმა ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა, რის შემდეგაც, მირზოიანის განცხადებით, საკითხი ამოწურულად ჩაითვალა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *