ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია
By

ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია

ქართველი ძალოსნის 3 ოქროს მედალი

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში აჭარის ნაკრების წევრმა ზურაბ მსხალაძემ (85 კგ.) ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 162 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მსხალაძემ წარმატებული ასპარეზობა აკვრაშიც გააგრძელა, სადაც 193 კილოგრამი დაძლია, ორჭიდში 355 კილოგრამი მოაგროვა და სამი ოქროს მედლით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *