ნინო წილოსანი – იმედია, ჩვენი ქვეყნის უფლებას, იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის, ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ევროკომისიის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ დემოკრატიებში ასეთ ძალადობრივ დემონსტრაციებს და მსგავსი გადატრიალების მცდელობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი მყარი პოზიციონირებით, იმედია, ოდესმე მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებას, იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს. ფაქტი ერთია, დემოკრატიებში ასეთ ძალადობრივ დემონსტრაციებს და მსგავსი გადატრიალების მცდელობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ ალბანეთის შემთხვევაში ისინი სწორ პოზიციას იჭერენ, ალბათ, ჩვენი მყარი პოზიციონირებით და პირდაპირი მოწოდებებით, იმედია, ოდესმე მივიღებთ იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.