ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
By

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად, 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მინისტრმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით.

ოლიმპიადაში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელ 49 მოსწავლეს დიპლომები და სასაჩუქრე ბარათები გადაეცა.

2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში 19 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა, ხოლო მესამე, დასკვნით ტურში, 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო შედეგის მქონე ათი მოსწავლე გამოვლინდა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე გუნდების წევრები გამხდარიყვნენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *