აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო განვითარების პერსპექტივები განიხილეს
კომპანია „Galt & Taggart“-მა აჭარის ეკონომიკური ტენდენციებისა და რეგიონის წამყვანი სექტორების განვითარების პერსპექტივებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასევე, უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, ბიზნესგარემოსა და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია აჭარის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, წამყვანი სექტორების წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. მათ ასევე, იმსჯელეს ამ სექტორების სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
კონფერენციის მიზანი საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა იყო.