ირაკლი კობახიძე – ტურიზმის ზრდა გამართული პოლიტიკისა და ახალი პირდაპირი ფრენების შედეგია   
By

ირაკლი კობახიძე – ტურიზმის ზრდა გამართული პოლიტიკისა და ახალი პირდაპირი ფრენების შედეგია   

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით გატარებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და ტურიზმის ხელშეწყობის მექანიზმებმა შედეგი გამოიღო. მისი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში ტურიზმის ზრდის დადებითი მაჩვენებელი მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ტურიზმის სფეროში არსებული პოლიტიკა და ახალი პირდაპირი ფრენების დამატება ზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორები აღმოჩნდა.

„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის, ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამაც, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ეს ახალი ნაკადები ახალ პირდაპირ ფრენებთან. ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *