აგვისტოს ომის გმირის ხსოვნას მიეძღვნა
ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. იგი მშობლიურ სოფელში განისვენებს. საზოგადოება მის ხსოვნას პატივს მიაგებს. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით“ ფრენბურთში ნადიმ ართმელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მომავალში ტრადიციული გახდება.
შეჯიბრებაში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი უჩხოს საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე – ტუნაძეების საჯარო სკოლის, მესამე – ბეღლეთის საჯარო სკოლის გუნდმა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების ფრენბურთელები მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სპორტში აქტიური ჩართვა, სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა და გმირი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა იყო.
თამაზ მგზავრიძე