By
კესარია მგელაძე ევროპის ვერცხლის მედალოსანია
ესპანეთის ქალაქ როკეტას-დე-მარში 7-დან 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სასიხარულოა, რომ 17 წლამდე ასაკის გოგონებში ბათუმელმა კესარია მგელაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, მან 11-დან 9,5 ქულა დააგროვა, პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვულოცავთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, კესარიას მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს.
მანანა ძიძიშვილი