ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
By

ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, გაეცნენ ლაბორატორიის შესაძლებლობებს და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევან სიხარულიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ლაბორატორიული ქსელის მიღწევებსა და შესაძლებლობებს და ისაუბრა იმ კვლევების მნიშვნელობაზე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები და ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლები.

სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ საგამოცდო ლაბორატორიას გავლილი აქვს აკრედიტაცია ISO/IEC 17025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. დღეისათვის იგი საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. ამასთან, სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს“ მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *