By
სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრულ ჩამონათვალს აქვეყნებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალიზაციის 83 პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.