ლევან ჟორჟოლიანი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
By

ლევან ჟორჟოლიანი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტიორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას. მხარეებმა აგრეთვე, ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *