„დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებულებაა“
By

„დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებულებაა“

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებულებაა. ამის შესახებ მან ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.

„ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, გადაცდომები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების. ამაზე რეაგირება არის არათუ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს, დემოკრატიას მივცეთ ნორმალური, ჯანსაღი განვითარების შანსი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *