ნერგების დარგვა დასრულდა
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ – ფარგლებში, ნერგების დარგვის ღონისძიებები შუახევის მუნიციპალიტეტში დასრულდა. აქ 66-მა პირველკლასელმა თავის სახელზე ხე დარგო.
„პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდანვე ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება. ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას – საკუთარი პირველი ნერგის დარგვით, ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში“, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, რომელიც ნერგების დარგვის პროცესში შუახევისა და ფურტიოს საჯარო სკოლების პირველკლასელებთან ერთად მონაწილეობდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელებთან ერთად, ნერგების დარგვაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ქეთევან ყალაბეგიშვილი, ნინო მიქაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
ოთარ ცინარიძე