ზაზა დიასამიძე ახალსოფელში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, სოფელ ახალსოფელში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 560 მეტრი სიგრძის შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია, 250 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხის მშენებლობა, ასევე, 16 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედლისა და სამანქანო ხიდის მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რაც მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობებს შეუქმნის.
სამუშაოების მიმდინარეობას ასევე, გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხელვაჩაურის დელეგატი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძე, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.