საშემოდგომო სამუშაოები – ბათუმის ბულვარში
By

საშემოდგომო სამუშაოები – ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საყვავილე კლუმბებში სეზონური ყვავილები ირგვება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 40 000 პრიმულასა და მიხაკის ჩითილის დარგვა იგეგმება.

პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა აგრონომიული სამუშაო, მათ შორის, ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირება, გაზონების მოწესრიგება, ნიადაგის გაფხვიერება და მწვანე საფარის სარეველებისგან გაწმენდა.

უწყების ინფორმაციით, საშემოდგომო სამუშაოები ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლების ჩართულობით ხორციელდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *