ინგა მებონია …
By

ინგა მებონია …

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო.

მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს. მან რადიომაუწყებლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა – მუშაობდა რა სხვადასხვა რედაქციაში, ყოველთვის სანიმუშო პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით ემსახურებოდა საზოგადოებას.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კონტაქტის“ ავტორი და წამყვანი. მის გადაცემებში ყოველთვის იგრძნობოდა განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და მუდმივი მცდელობა, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თემები მიეწოდებინა.

ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი – ის იყო ჩვენი გუნდის საიმედო მეგობარი, თბილი, გულისხმიერი და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც თითოეულ კოლეგას მხარში ედგა. მისი ყოველი დღე სამსახურში იწყებოდა ღიმილითა და სითბოთი, რომელიც კოლექტივში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

აჭარის რადიოს კოლექტივი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს ძვირფას თანამშრომელს. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე – აჭარის რადიოს მატიანეში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ჟურნალისტურ საზოგადოებას“, – ვკითხულობთ რადიო „აჭარის“ ოფიციალურ გვერდზე.

***

გაზეთი ,,აჭარა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ინგა მებონიას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *