By
რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მანამდე ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა და აეროპორტი დაიხურა.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სს „როსნეფტის“ ნავთობკომპანიის ჯგუფის ნაწილია 2007 წლიდან. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონი ტონა ნავთობია.
ქარხანა 20-30-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის „ევრო-5“ კლასის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს, რეაქტიულ საწვავს რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, ბიტუმს და ნავთობკოქსს.