ბათუმსა და ვანაძორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს
By

ბათუმსა და ვანაძორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბათუმსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მერიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობასა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ბათუმის, როგორც ტურისტული ცენტრის, მნიშვნელობაზე და მის მიმზიდველობაზე სომხეთის მოქალაქეებისთვის.

შეხვედრაზე ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ვანაძორს შორის არსებული ურთიერთობები და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებიც განიხილეს.

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *