By
ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მარიტა მიქელაძე და რანა კოჩალიძე ჭადრაკში აჭარის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი არიან.
მარიტა მიქელაძემ 5 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო რანა კოჩალიძე ამავე ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანება ულოცავს მარიტასა და რანას ამ მნიშვნელოვან მიღწევას, მადლობას უხდის მათ მწვრთნელ იამზე ბოლქვაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში კიდევ მრავალ გამარჯვებას უსურვებს.
ცოტნე ცაბაძე