By
გარე ვაჭრობის მონიტორინგი გრძელდება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის მონიტორინგს განაგრძობს. მიმდინარეობს მოქალაქეების მიერ საფეხმავლო ბილიკებზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების ალაგება და იმ ობიექტების დაჯარიმება, რომლებიც სამართალდარღვევის შესახებ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.
საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უნებართვო კომერციული საქმიანობის ფაქტზე ფიზიკური პირი – 500, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარით ჯარიმდება.
მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები გარევაჭრობის მონიტორინგს ქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად უზრუნველყოფენ.