პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა
By

პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, პეტერბურგის ოლქში, დრონებით თავდასხმამ უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გამოიწვია. შედეგად ტრანსფორმატორის ქვესადგური ავარიულად გამოირთო.

პეტერბურგის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ ოლქის თავზე 150 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით „პულკოვოს“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიმავალი ორი თვითმფრინავი ჰელსინკში დაეშვა.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, დრონებით თავდასხმის შემდეგ უსტ-ლუგას პორტის ინფრასტრუქტურა იწვის.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *