ბათუმის მერიაში საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად (M2 კატეგორია)  კონკურსი გამოცხადდა
By

ბათუმის მერიაში საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად (M2 კატეგორია)  კონკურსი გამოცხადდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი N25, N28, N31, N34, N39, N40, N44, N45, N46, N49 და N56   სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 24 ნოემბერს, დილის 10:00-დან 17:00 საათამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში (ლუკა ასათიანის ქ. N25).

M2 კატეგორიის ავტობუსების (მიკროავტობუსები) შემოწმების პროცესი ჩატარდება ცაბაძის ქ. N11-ში (ავტოსადგურის ტერიტორია), 27 -დან 30 ნოემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ.-დან 15:00 სთ.მდე.

მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ტექნიკურად გამართული M2 კატეგორიის ავტობუსების  (მიკროავტობუსები) შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს.

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *