გიორგი გახარია – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს
By

გიორგი გახარია – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალური ქსელში  პოსტს აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ, არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის – ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს. გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება, სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს”, – აცხადებს გახარია.
მისი თქმით, ილუზიური რწმენა, რომ „მათ არ შეუძლიათ საქართველოს გვერდის ავლა და საბოლოოდ მოუწევთ ჩვენი ისეთების მიღება, როგორებიც ვართ“, რეალობას უგულებელყოფს.
„ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მტკიცე მხარდაჭერას ეფუძნება; თუმცა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოქმედოს და შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული მკაფიო მოთხოვნები. საგარეო პოლიტიკა წყენის გულში ჩადებას არ გულისხმობს, მისი მიზანი ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის დაცვაა. იზოლაციონიზმი მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება, ვისაც საქართველოს დასუსტება სურს“, – წერს გახარია.

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *