By
ბენდი „117“- საქართველოს პარლამენტში
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ბენდი „117“.
– ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ სკოლასთან არსებული მუსიკალური ბენდის მიწვევა, დიდი პატივია ბენდის წევრებისა და თითოეული ჩვენგანისთვის. ბენდი 5 წელზე მეტია მოქმედებს. თაობათა ცვლის პროცესიც გამოვიარეთ. ახლანდელი წევრებიც წარმატებით აგრძელებენ წინამორბედების ტრადიციას. მადლობა ყველას, ვინც დაგვდო პატივი ასეთ ღონისძიებაზე გამოსასვლელად,- გვითხრა შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის დირექტორმა ნინო ბერიძემ.
თამაზ მგზავრიძე