By
ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.
სტატიის მიხედვით, ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის საპასუხოდ, ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა.
„ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც, ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ“, – აღნიშნულია სტატიაში.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-21 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაც. სანქციების ამოქმედებისთვის კი ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.