გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა
By

გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა

ქედის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 2026 წლის გეგმასთან შედარებით, 3 820 000 ლარით ანუ 11.63%-ით გაიზარდა და  2027 წლის საწყისი ბიუჯეტი 36 680 100 ლარს შეადგენს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეტალურად ისაუბრა და მოქალაქეების მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.  ბიუჯეტის პროექტი  თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს  ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ეკა გოგუაძემ წარუდგინა. განხილვას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.

მომდევნო წლის  მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:  ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური კომუნალური სერვისები – 11 916 900 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 3 828 000 ლარი; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 6 880 100 ლარი; განათლება – 4 122 600 ლარი; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 7 754 400 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2 178 100 ლარი.

გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. ქედის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 2027  წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *