გიორგობა-სხალთის ეპარქიაში
By

გიორგობა-სხალთის ეპარქიაში

სხალთის ეპარქიაში უკვე 10-მდე მოქმედი ტაძარია, რომელთაგან ზვარესა და გამონათლევის ტაძრები წმინდა გიორგის სახელობისაა. წმინდა გიორგის ხსენების ანუ მისი ბორბალზე წამების დღეს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინეს. მრევლი  არ აკლდა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს. აქ სხვებთან ერთად, მოსალოცად მოვიდნენ  შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, სტუმრები სვანეთიდან.

წირვა-ლოცვა დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე) აღავლინა, რომელმაც გამონათლევის ტაძარში მოსულ მომლოცველებს საბერძნეთიდან ჩამოტანილი წმინდა მამა პაისის და წმინდა არსენის ხატები უსახსოვრა.

გამონათლევის ტაძარში ხშირად ტარდება ნათლობისა და ჯვრისწერის  რიტუალი. ამჯერად, შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველის  მკვიდრებმა ნესტან ნატარიძემ და მამუკა ზოიძემ დაიწერეს ჯვარი.

– ორი შვილის დედა ვარ, – გვითხრა ნესტანმა. ვაჟი სტიქაროსანია. ახლა მშობლები ვეზიარეთ მართლმადიდებლობას. ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კეთილ მოგონებად დარჩება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *