ბათუმი  გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს
By

ბათუმი  გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

27-29 ნოემბერს ბათუმი მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს. წელს, ფორუმის მთავარი თემაა: „ტურისტული მიმართულების „გემო“ – გასტრონომია, როგორც ტურიზმის განვითარების, რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და ტურისტული ბრენდის ფორმირების მამოძრავებელი ძალა“.

,,გასტრო ბათუმის” ფარგლებში, აჭარას მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები, გასტროკონსულტანტები, გასტროჟურნალისტები და ინფლუენსერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, არგენტინიდან და საბერძნეთიდან ესტუმრებიან.

ფორუმის სამივე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა შემდეგ თემებზე: ხორცის კულინარიული ინტერპრეტაციები და თანამედროვე გემოვნური კონცეფციები.  ხორცის დამუშავების მეთოდები და კერძების მომზადების ტექნოლოგიები; პროფესია ყასაბი – ხორცის დამუშავების პროფესიული ტექნიკა და პრაქტიკული უნარები;  მეცნიერება სამზარეულოში – ცოდნიდან სრულყოფილ გემომდე.

28 ნოემბერს, „გასტრო ბათუმის“ ფარგლებში, კულინარიულ მასტერკლასებთან ერთად დაგეგმილია პრეზენტაციები, პანელური სესიები და დისკუსიები უცხოელი და ქართველი შეფმზარეულების, გასტროკონსულტანტებისა და რესტორატორების ჩართულობით.

ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეეძლებათ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *