პარკირების პრობლემაა? დარეკეთ ცხელ ხაზზე – 595 001 307
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით მონიტორინგს ახორციელებს.
ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად, ხორციელდება ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე პარკირების, სხვა დარღვევებისა და ევაკუაციის მონიტორინგი.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მიმდინარე წელს ევაკუატორით საჯარიმოზე გადმოყვანილია 5718 ავტომობილი. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას.
ევაკუაციასა და დარღვევით მდგომ ავტომობილებთან დაკავშირებით, სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის მიზნით, უნდა დარეკოთ მუნიციპალური ინსპექციის პარკირების ცხელ ხაზზე: 595 001 307.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00 საათამდე.