პრემიერი მუჰსინ შენთურქს შეხვდა
By

პრემიერი მუჰსინ შენთურქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორ მუჰსინ შენთურქს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და უწყებათაშორისი კავშირების გაღრმავებას.
აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *