რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის
By

რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საბჭოს განსახილველად წარადგინა საკითხები, რომლებიც რეგიონის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას, დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *