Expedia : გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა
By

Expedia : გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმა Expedia-სა და სამოგზაურო მედიაჯგუფ Beautiful Destination-თან ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია  დაიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია საქართველოს ტურისტული იმიჯის პოზიციონირება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრებზე. მათივე ცნობით, დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ზე დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.
„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა, საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“, – წერს Expedia. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.
„Expedia-ს საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა. Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს, Expedia-ს მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *