GORBI-ის მორიგი კვლევა „ოცნების“ გაზრდილ რეიტინგს ადასტურებს
By

GORBI-ის მორიგი კვლევა „ოცნების“ გაზრდილ რეიტინგს ადასტურებს

GORBI-მ „იმედის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. ივნისში ჩატარებული კვლევის ახალ შედეგებთან შედარებისას გამოიკვეთა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია.

GORBI-ს წინა კვლევა ჩატარდა 22 ივნისი 5 ივლისის პერიოდში. მაშინ მმართველი პარტიის რეიტინგი 56.2% იყო. ეს მონაცემი, დაახლოებით ერთ თვეში, თითქმის 10%-ით გაიზარდა და 65.9% შეადგინა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლის“ მხარდამჭერთა ნაწილის ხარჯზე (ეს ორი პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს), არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მცირედით გაზრდილია, რადგან მათი ამომრჩეველთა ხმების ნაწილი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.

კლება შეინიშნება ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ რეიტინგში, რომელიც 10.7% იყო და ახლა მათი მხარდაჭერა 10.4%- ს შეადგენს.

გიორგი გახარიას პარტიის მაჩვენებელი წინა კვლევაში 10% იყო, ახლა კი 10.7%-ია. დაახლოებით ერთი თვის შუალედში გაზრდილია „გირჩის“ რეიტინგიც 3.2%-დან 5.1%-მდე.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მისი მონაცემი GORBI-ს წინა კვლევაში 1.8% იყო, ხოლო ახლა 4.2% შეადგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი GORBI-ს კვლევების შედეგებს ნდობის ხარისხის გაზრდად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ზრდის ტენდენცია მოიმატებს 4 ოქტომბრამდე.

„ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების გაზრდილი ნდობა მოსახლეობის სიგნალია. ამ ციფრებით ჩანს, ხალხი აფასებს მმართველი ძალის, როგორც ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის მუშაობას, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს შეუქცევადი კეთილდღეობის, მშვიდობის და სტაბილურობისთვის,“ – განაცხადა მან.

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *